„არა შარვალს!“ – ეს დევიზი თანამედროვე მოდის სამყაროში სულ უფრო და უფრო მკვიდრდება. ვარსკვლავები მეტ სიშიშვლეს ანიჭებენ უპირატესობას და „შიშველი ტანისამოსით“ არამხოლოდ გლამურულ ღონისძიებებზე, არამედ ქუჩებშიც ჩნდებიან.
ამჯერად ასეთი ლუქით კრისტენ სტიუარტი გამოჩნდა, ის პაპარაცებმა ნიუ-იურკის ქუჩებში გადაიღეს. 33 წლის მსახიობი Brunello Cucinelli-ის თეთრი პერანგითა და ამავე ბრენდის შორტი-ტრუსით იყო წარმოდგენილი.
ცნობისთვის, გასულ კვირას კრისტენი ლოს-ანჯელესში, თავისი ფილმის, love lies bleeding პრემიერას დაესწრო. წითელ ხალიჩაზე მსახიობი საკმაოდ პიკანტური და ექსტრავაგანტური ლუქით გამოჩნდა. მას მხოლოდ შავი ბოდე ეცვა.
„ბიანკა ჩენსორის ეფექტი“ – კრისტენ სტიუარტმა კანიე უესტის მეუღლის „ლუქი“ გაიმეორა
ეს ზაფხული დაუვიწყარი იქნება – კრისტენ სტიუარტი „შანელის“ ზაფხული 2023-ის კოლექციაში