LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაბი ინვესტორები არ გამოჩენილან – კურორტ „ახტალას“ რეაბილიტაცია ისევ არ დაწყებულა

74
a2323a1add054036e4792972283eb6a5-XL

სამკურნალო-ბალნეოლოგიური კურორტ „ახტალას“ რეაბილიტაცია ისევ არ დაწყებულა – ინფორმაციას „ბიზნესპარტიონი“ ავრცელებს, რომელიც კურორტის ხელმძღვანელს გიორგი უტიაშვილს ესაუბრა.

უტიაშვილის თქმით, არაბი ინვესტორები სავარაუდოდ, კორონავირუსის პადემიის გამო, კურორტზე არ გამოჩენილან, შესაბამისად, განვითარების რა გეგმები აქვთ, ან როდისთვის დაიწყებენ რეაბილიტაციას, უცნობია.

მიუხედავად ამისა, კურორტი დამსვენებლების მიღებას 17 მაისიდან მაინც განაახლებს, თუმცა, ძველი ინფრასტრუქტურით. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დამსვენებლები ძირითადად უცხოელი ტურისტები იყვნენ, გადავწყვიტეთ მუშაობა მაინც დავიწყოთ და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, აქცენტი ადგილობრიც ტურისტებზე გავაკეთოთ” – აცხადებს უტიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი “ახტალა” ელექტრონულ აუქციონზე 3 760 000 ლარად 2018 წელს გაიყიდა. აუქციონის პირობების თანახმად, ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა, რისთვისაც 12 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. კურორტი აუქციონზე შპს “გლობალ ვიქთორი ჯეორჯიამ“ შეიძინა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი არაბთა გაერთიანებული საემიროებში რეგისტრირებული Global Victory Investments Limited-ია.

შეგახსენებთ, ტალახით სამკურნალო კურორტი „ახტალა“ ქალაქ გურჯაანში, თბილისიდან 122 კმ, ზღვის დონიდან 412 მეტრზე მდებარეობს. ჰავა ზომიერი კონტინენტური: ზაფხული ცხელი, ზამთარი თბილი, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 700 მმ. კურორტის სამკურნალო ფაქტორის ფსევდოვულკანური ტალახს იყენებენ აბაზანებისთვის, აპლიკაციებისა და ტამპონებისათვის. „ახტალას“ ტალახის სამკურნალო თვისებების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (დაარსდა 1928) დ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g