LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არაფერი გვაქვს რომ შევაჩეროთ ეპიდემია ქვეყანაში… დაგვერხა, თან ძაან მაგრად” – გიორგი ფხაკაძე

1346
befunky-collage-2020-11-20-12-31-24-208249-2020-11-25-17-19-25-658197

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე CNN-ის სტატიას აზიარებს ჩეხეთში არსებულ მძიმე ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით და ამასთან, წერს, რომ საქართველოში პანდემიის შესაჩერებლად არანაირი ბერკეტი არ არსებობს.

“❗❗❗აგერ ბატონო ….
✅ფხაკაძე გაფრთხილებთ, მაგრამ ვინ გისმენს, მაგინებთ, მლანძღავთ, 1000 სისულელეს წერთ ჩემს წინააღმდეგ… ჩემი თუ არ გჯერათ, ნახეთ თუ რა ხდება ჩეხეთში…
☠თავის მოტყუება რატომ გვიყვარს, მართლა ვერ გავიგე …
?დავიღალე, ოღონდ მართლა
?არაფერი არ გვაქვს რომ შევაჩეროთ ეპიდემია ქვეყანაში …
?ტყუილი, კორუფცია, არა პროფესიონალიზმი, ნეპოტიზმი, გაუნათლებლობა, ექსტრემიზმი, ფარისევლური მორწმუნეობა და ყველაფრის შეფუთვა პოლიტიკურ ფერში….
დავიღალე ….
PS: დაგვერხა, თან ძაან მაგრად ;(- წერს გიორგი ფხაკაძე.

მთავრობის გადაწყვეტილება ლოგიკაში არ ჯდება, ცუდად განვითარდება მოვლენები, ფრთხილად იყავით – როგორ აფასებენ ექიმები შეზღუდვების შემსუბუქებას

ცნობისთვის, ჩეხეთის მთავრობა ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას კიდევ 30 დღით გაახანგრძლივებს, ასევე უფრო მეტად გამკაცრდება დაწესებული ზომები. ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ყოველდღიურად ვირუსის 3 ათასზე მეტი შემთხვევა ვლინდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები