LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაფერი სჭირს, გარდა იმისა, რომ ციხეში ჯდომა არ უნდა, ბოდიში, ამაზე მაშინ ეფიქრა, საქართველოში რომ შემოიპარა და მაწონში, თუ სადღაც ჯანდაბაში იჯდა“ – ელისაშვილი სააკაშვილზე

171
ელისაშვილი და მიშა

„სააკაშვილს არაფერი სჭირს, გარდა იმისა, რომ ციხეში ჯდომა არ უნდა, ბოდიში, ამაზე მაშინ ეფიქრა, საქართველოში რომ შემოიპარა და მაწონში, თუ სადღაც ჯანდაბაში იჯდა“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ამ განცხადებით ელისაშვილმა უპასუხა კითხვას, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხებოდა და სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით იმყოფებოდა.

„მოხარულები ვართ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია... ექიმების რეკომენდაციის შემდეგ გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში“ – რატი ბრეგაძე

„ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, იმის­თვის რომ კონ­კრე­ტუ­ლად ამ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის უფ­ლე­ბა იყოს სრუ­ლად და­ცუ­ლი.“

ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად სწრაფი ზომების მიღებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.

„მთავარი ბრძოლა არის წინ – ოლიგარქის ხელისუფლების მოშორება და ეს ჩვენი გასაკეთებელია.. სწორედ ამ ხელისუფლების მოშორება გაგვიხსნის გზას ევროკავშირის წევრობისკენ“ – მიხეილ სააკაშვილი

„სახალხო პარტიასთან დიდ ბოდიშს ვიხდი და მათ მიმართ პატივისცემას ვადასტურებ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არც პოლიტიკური პატიმარია და თავსაც ძალიან ჯანმრთელად გრძნობს.

ყოველ შემთხვევაში, სტრასბურგიდან მთელი დელეგაცია იყო ჩამოსული, შეამოწმეს და ნახეს, რომ მშვენიერ პირობებშია, მას ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აქვს და ამბობს, ვისაც დავრდომილი გგონივართ, პუტინის ხალხი ხართო. გეგონება, ერთი წელი თავად არ გაკიოდა, მკლავენო“. – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ქვეყნისთვის ბევრი პოზიტიური რამ გააკეთა.. ევროპის მხარეს შეგვაგდო – რთულია პრეზიდენტი ციხეში იყოს, ვიცი ჩემი და გამოსავალს ეძებდა“ – რას ამბობს ზურაბიშვილის ძმა სააკაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები