LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოხარულები ვართ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია… ექიმების რეკომენდაციის შემდეგ გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში“ – რატი ბრეგაძე

152
Untitled design (51)

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, რატი ბრე­გა­ძის გან­ცხა­დე­ბით, რო­დე­საც ექი­მე­ბის­გან იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცია, მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლს პე­ნი­ტენ­ცი­ურ დაწესებულებაში და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გადაიყვანენ.

ბრე­გა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია, რი­თაც მო­ხა­რუ­ლე­ბი არი­ან.

„მსჯავ­რდა­დე­ბულ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერ­თხელ გვით­ქვამს, რომ ჩვენ სა­მარ­თლის წი­ნა­შე აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თლე­ბი ვართ, ეს და­დას­ტურ­და, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის დო­ნე­ზე, ასე­ვე, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­თაც.

ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, იმის­თვის რომ კონ­კრე­ტუ­ლად ამ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის უფ­ლე­ბა იყოს სრუ­ლად და­ცუ­ლი.

რო­გორ მო­გეხ­სე­ნე­ბათ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია, რი­თაც ჩვენ მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ და რო­დე­საც იქ­ნე­ბა ექი­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცია, ის გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქნება პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში,“ – გა­ნა­ცხა­და ბრე­გა­ძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები