დედაქალაქის მერმა , რომელიც ცოტა ხნის წინ გლდანში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ მერიამ საინტერესო რუბრიკა დაიწყო – “არაფერი არ კეთდება”. მერი ამბობს, რომ ამ რუბრიკით, მოქალაქეებს ყოველდღიურად ინფორმაცია მიეწოდებათ იმ პროეტებზე, რაც ქალაქში ხორციელდება.
https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/961881280862983/?notif_id=1572787006604566¬if_t=live_video
ამის შემდეგ კახა კალაძემ ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე მოწესრიგდა საკალიზაციო, სანიაღვრე სისტემა. მისივე ინფორმაციით, შეცვლილია გაზის მილებიც, ბოლო ეტაპი კი გზის საფარის დაგებაა.
შედეგი სახეზეა: სიტუაცია გამოცოცხლებულია.
გზის დაგების სამუშაოები კომპანიამ კახა კალაძესთან კომუნიკაციის შემდეგ დააჩქარა
კალაძე ამბობს, რომ იყო პრობლემები, რაც დღეისთვის უკვე მოგვარებულია. შეგახსენებთ, მან სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ცოტა ხნის წინ შენიშვნა მისცა.
თბილისის მერი ლაივებს პერიოდულად სხვადასხვა უბნიდან რთავს და მოქალაქეებს ინფორმაციას ადგილიდან აწვდის, თუ როგორ მიმდინარეობს სამუშაოები.
ამ თემაზე წაიკითხეთ მასალა: თბილისი დგას: საცობებით სავსე ქალაქი, სადაც ვეღარ ვმოძრაობთ – რა განტვირთავს ქუჩებს