LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაფერში აღარ წერია ეს, რაც ხდება“ – ბექა ლილუაშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრს მიმართავს

149
Untitled design (2)

რიკოთის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, დილით, უამინდობით შექმნილ პრობლემებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი ეხმიანება და ინფრასტრუქტურის მინისტრს მიმართავს.

„გიზიარებთ თვითმხილველების მოწოდებულ ინფორმაციას – რიკოთზე, სამანქანო გზის სამ სხვადასხვა მონაკვეთზე ჩამოწვა მეწყერი და გადაადგილება მთლიანად პარალიზებულია“ – თაზო დათუნაშვილი 

ბექა ლილუაშვილი მინისტრს მოუწოდებს, რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, პარლამენტში ანგარიში წარადგინოს:

„იქნებ, კეთილი ინებოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მინისტრმა და გააკეთოს სათანადო განმარტებები რიკოთთან დაკავშირებით. გავიგეთ, წვიმების სეზონის, სამშენებლო მოედანზე გადაადგილების და სხვა არგუმენტები, მაგრამ მგონი არაფერში აღარ წერია ეს რაც ხდება!

„ჩვენ, პარლამენტიდან მივმართავთ ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომ წარდგეს პარლამენტის წინაშე და მოახდინოს რიკოთის მონაკვეთის შესახებ, მათ შორის, საზედამხედველო და სხვა ტექნიკური შესაბამისობის შესახებ ინფორმაციაზე ანგარიში“, – წერს ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

❗იქნებ, კეთილი ინებოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მინისტრმა და გააკეთოს სათანადო განმარტებები რიკოთთან დაკავშირებით….

Posted by ბექა ლილუაშვილი on ხუთშაბათი, 22 ივნისი, 2023

 

 

ვიდეო: ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია – გზების დეპარტამენტი

ცნობისათვის, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთზე პრობლემები ძლიერი წვიმის შედეგად შეიქმნა. რამდენიმე ადგილზე მიწის შვავი ჩამოვიდა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. გაწმენდითი სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები