LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არახამია: მოლაპარაკებები ნამდვილად გაიმართება, მაგრამ არა ბელოვეჟსკაია პუშჩაში

193
დავით არახამია

„ბელოვეჟსკაია პუშჩაში მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია, რეალობას არ შეესაბამება“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, რუსეთთან მოლაპარაკების დელეგაციის წევრი და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დავით არახამია წერს.

როგორც არახამია აღნიშნავს, მოლაპარაკებები ნამდვილად მოხდება, მაგრამ არა ამ ადგილას.

ლავროვი: უკრაინული მხარე აშშ-ის დავალებით მოლაპარაკებებს აჭიანურებს

„დღეს, დღის მეორე ნახევარში, საღამოსკენ, ჩვენი დელეგაცია ადგილზე იქნება. დაელოდება უკრაინელ მომლაპარაკებლებს. ჩვენი დელეგაცია მზად იქნება საღამოს საუბრის გასაგრძელებლად“, - განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

„ყველა დეტალი მოგვიანებით იქნება“. – წერს არახამია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის თავდაპირველი მოლაპარაკება ბელოვეჟსკაია პუშჩაში შედგა, თუმცა შეხვედრა არ შედგა.

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი მიიჩნევს, რომ უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები, რომელიც უკრაინა-ბელრუსის საზღვარზე – ბელოვეჟსკში უნდა გაიმართოს, უკრაინის სახელმწიფოსთვის საშიშია.

მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაცია ხვალ ჩავა: ლავროვი ასახელებს მოთხოვნებს, რომლებსაც რუსეთი უკრაინას წაუყენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g