მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაცია ხვალ ჩავა.
ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მედინსკიმ განაცხადა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთს კიევის მიმართ რამდენიმე მოთხოვნა აქვს, კერძოდ: რეფერენდუმით საპარლამენტო დონეზე დაფიქსირებული უკრაინის არაბლოკური სტატუსი; დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებში; დენაციფიკაცია და ყირიმზე უარის თქმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დაასახელა მოთხოვნების სია, რომელსაც რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებებში წაუყენებს:
▪️ „ყირიმი არის თემა, რომელიც არ განიხილება. ყირიმი რუსეთის ნაწილია“.
▪️ „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების საზღვრებში“.
▪️ „დემილიტარიზაცია, რომელსაც უნდა ჰქონდეს პარამეტრები. ისინი შესათანხმებელია ცალკე. საერთოდ არ უნდა იყოს იარაღი, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას“.
▪️ „დენაციფიკაცია. ზუსტად ისევეთივე, როგორის ფაშისტურ გერმანიის შემთხვევაში მოხდა.
