„მეჩვენება, რომ მთელ მსოფლიოს ესმის, რომ დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში, რომლის ხელისუფლებაც სავსეა რუსი აგენტებით, მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა“, – ამის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია წერს და აღნიშნავს, რომ ეს გარდა საქართველოს პრემიერისა, ყველას ესმის:
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღშფოთებით განაცხადა, რომ თითქოს უკრაინელი პოლიტიკოსები ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში.
მეჩვენება, რომ მთელ მსოფლიოს ესმის, რომ დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში, რომლის ხელისუფლებაც სავსეა რუსი აგენტებით, მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა. ქართველ ხალხს ეს ესმის, საქართველოში ათიათასობით ახალგაზრდას ესმის, მაგრამ პრემიერს თითქოს არ ესმის.
მე ვფიქრობ, რომ ის დაიწყებს გაგებას, როდესაც გამოქვეყნდება მისი უახლოესი წრის ანგარიშები და ტრანზაქციები. სამწუხაროა, რომ ამას საქართველოში არავინ გამოიძიებს, რადგან „ხელი ხელს ბანს.“ ამ დრომდე აშინებენ ქართველი ერს იმით, რომ უკრაინას თითქოს საქართველოს ომში ჩართვა სურს.
ჩვენ, როგორც არავის, გვესმის, რა არის ომი და რუსეთის გარდა ვერავის ვუსურვებთ ასეთ ტანჯვას. უკრაინას სურს თავის ქართველ ძმებთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება და ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ მიდის საქართველოს ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით.“ – წერს დავით არახამია.