LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არალეგალური მიგრაციის პრევენციისთვის რეგულაციები მომზადდა

109

მთავრობამ არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით დამატებითი რეგულაციები მოამზადა. ცვლილებები საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მინისტრებს გააცნო.

იუსტიციის სამინისტრო მთავრობის სხდომაზე წარმოადგენს ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიზანი არალეგალური მიგრაციის პრევენციის დამატებითი მექანიზმების შემოღებაა. აღნიშნული ცვლილებები უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში სიახლეებს ითვალისწინებს და მათი შემუშავების მიზეზი უცხო ქვეყნის ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან, რაც ცოტა არ არის, არსებული რეგულაციების არაკეთილსინდისიერად გამოყენება გახლავთ. აღნიშნული ცვლილების შემდეგ კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენებ აღმოფხვრებ, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, იცვლება რეგულაცია – საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელი ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს, დღეს ეს ვადა 6 წელს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g