LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არანაირი არგუმენტი არ არსებობს, რომ საქართველო ოდნავ მაინც შეაფერხონ ევროინტეგრაციის გზაზე, იმედი მაქვს, ევროკავშირშიც დაფიქრდებიან, რომ ქვეყანა პატიოსნად დგას ამ გზაზე“ – გურამ მაჭარაშვილი

120
გურამ მაჭარაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებით, საქართველო ნებისმიერი მიმართულებით მოწინავე ადგილზეა და არანაირი არგუმენტი არ არსებობს, რომ საქართველო ოდნავ მაინც შეაფერხონ ევროინტეგრაციის გზაზე“.

„თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება“ – რა შესაძლო ზომებზე საუბრობს ჯოზეფ ბორელი

„ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებს. მათივე ინსტიტუტების შეფასებით, საქართველო ნებისმიერი მიმართულებით მოწინავე ადგილზეა. პირველ ადგილზეა კანდიდატებს შორის და ბევრ შემთხვევაში, უსწრებს ევროკავშირის წევრს სახელმწიფოებს. შესაბამისად, მონაცემების საფუძველზე არანაირი არგუმენტი არ არსებობს, რომ საქართველო ოდნავ მაინც შეაფერხონ ევროინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება კარის დახურვას, ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ევროპის საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა, მათ შორის ევროპის წამყვანი ქვეყნების საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა კარი დაუხურა თვითონ ამ ულტრალიბერალურ და ფაშისტურ მიდგომებს. ეს გააკეთა ევროპის საზოგადოებამ და მარტო ჩვენი განცხადებები არ არის, რომ უარი უთხრეს ომის რიტორიკას, ხმა მისცეს მშვიდობას; უარი უთხრეს ლგბტ პროპაგანდას და ხმა მისცეს ტრადიციულ მიმართულებას. ანუ, ყველაფერ იმაზე თქვეს უარი, რის გამოც ჩვენ გვაკრიტიკებენ.

„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯი არ იქნება, თუკი მისი მთავრობა ქცევას არ შეიცვლის“ – მარგუს ცაჰკნა

იმედი მაქვს, ევროკავშირშიც დაფიქრდებიან, რომ საქართველო მშვიდობიანად, პატიოსნად დგას ევროინტეგრაციის გზაზე და ტყუილად ნურავინ დააბრალებს, რომ საქართველოს არ უნდა ევროინტეგრაცია. პირიქით, ულტრაფაშისტურ მიმდინარეობებს, რომლებიც, მათ შორის, საქართველოშია, არ სურთ არც ევროპა და არც მშვიდობა. 17 მაისის შემდეგ, რაც საქართველოს საზოგადოებამ რეფერენდუმით უთხრა უარი ოპოზიციას, ნებისმიერი გამოკითხვებით, მათივე კვლევებით, ოპოზიცია განადგურებულია და კოშმარები ესიზმრებათ. სანქციები ესიზმრებათ საქართველოს წინააღმდეგ, რაც არარეალურია. სიმართლე და სამართლიანობა ძალიან ძლიერია. საქართველო დღეს უკვე შედგა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. სანქციები თუ ვინმეს დაადო, მათ შორის ამერიკამ, ეს არის საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე – სანქციები არ დაადეს რუსეთის, ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, გაცილებით მეტს მისცეს ვიზა, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომ ამ რეალობას როცა შეხედავს ქართული საზოგადოება, ხვდება, ვის უნდა საქართველოსთვის სიკეთე და ვის – არა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები