LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არანაირი ლოიალობა არ გამაჩნია მოძალადის მიმართ.. ერთადერთი, რის გამოც კონკრეტულ ფაქტებზე არ ვწერ პოსტებს ისაა, რომ არავინ იცის იმ წყვილის დამოკიდებულება კონკრეტულ ქცევებზე, კონკრეტულ დროს: ნიკა ქავთარაძე

1124
nika-kavtaradze_w_h

პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე, “მთავარი არხის” დილის გადაცემის წამყვან ლაშა ნაკაიძეს ბრალდება წარუდგინა.

ამ ამბავს დღეს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. ამ შემთხვევას მსახიობი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“ზოგადად ოჯახური ძალადობა, მით უმეტეს ფიზიკური, ბავშვობიდან მეზიზღებოდა. არასდროს არ მესმოდა ეგეთი წყვილების, რომლებიც ერთმანეთს ხოცავდნენ.

ვისი ცემაც და მითუმეტეს მოკვლაც გინდა ადამიანს, რა ჯანდაბად გინდა ეგეთ ადამიანთან ყოფნა. სანამ ვუთმენ ვუთმენ და როცა ვხვდები, რომ ამის მოთმენა შეუძლებელია – გევერიდები.

ასე ვიყავი ყველასთან და ასე ვარ ახლაც.

ამიტომ არანაირი, არანაირი ლოიალობა არ გამაჩნია მოძალადის მიმართ. ერთადერთი, რის გამოც კონკრეტულ ფაქტებზე არ ვწერ პოსტებს ისაა, რომ არავინ იცის იმ წყვილის დამოკიდებულება კონკრეტულ ქცევებზე, კონკრეტულ დროს.

კონტექსტი – ძაან მნიშვნელოვანი რამეა”, – წერს ნიკა ქავთარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g