LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა ქავთარაძის ემოციური პოსტი: „მადლობა თქვენ, ძალიან ძვირფასი ხალხი ხართ და რომ არა თქვენნაირი ქართველები, საერთოდ არ ექნებოდა ამ ქვეყანას არანაირი პერსპექტივა!“

1765
ნიკა ქავთარაძე

გია ჯაფარიძესა და ეკა გიგაურს, რომლებმაც ინგა გრიგოლიას გადაცემაში საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და გაშვებულ შანსზე საუბრისას ვერ შეიკავეს ცრემლები, შოუმენი ნიკა ქავთარაძე პოსტს უძღვნის:

„მეორე დღეა, ვფიქრობ თქვენს ემოციაზე და სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ხელისუფლებაში ერთი ადამიანიც კი არ გვყავს, რომელიც არათუ თქვენსავით, არამედ ოდნავ მაინც განიცდიდეს საქართველოს პრობლემებს.

მადლობა თქვენ, ძალიან ძვირფასი ხალხი ხართ და რომ არა თქვენნაირი ქართველები, საერთოდ არ ექნებოდა ამ ქვეყანას არანაირი პერსპექტივა!

დღეს, 20:00 – ყველანი რუსთაველზე, საქართველოს მომავლის გადასარჩენად“.

ინგა გრიგოლია: „ეს გადაცემა სულ მემახსოვრება! ამ ხალხის ცრემლებს, პირდაპირ ეთერში თუ ვნახავდი, ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები