ჟურნალისტი ინგა გრიგოლია წერს, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, გადაცემაში “რეაქცია” მისმა სტუმრებმა ემოციისგან თავი ვერ შეიკავეს.
“ეს გადაცემა სულ მემახსოვრება! ამ ხალხის ცრემლებს, პირდაპირ ეთერში თუ ვნახავდი, ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი.
როცა უკრაინა და მოლდოვა ზეიმობდნენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და ჩვენ შანსი გაგვაგდებინა ხელიდან ჩვენმა მთავრობამ, ასეთი სევდიანი იყო დღეს ,,რეაქციის ,,სტუდია”. ვიკრიბებით პარლამენტთან საღამოს რვაზე!”,- წერს ინგა გრიგოლია.
ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი – ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ცნობისთვის, აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ ბრიფინგი გამართეს. სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მოთხოვნები 24 ივნისს აქციაზე გამოცხადდება.