LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არანაირი პირობა, რომ სწავლა გადაიდოს, არ არსებობს – პრემიერი

141
BeFunky-collage (5)

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სასწავლო პროცესი დაგეგმილ დროს აღდგება და თარიღის გადავადების წინაპირობა, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, არ არსებობს.

“დღეის მდგომარეობით, არანაირი პირობა, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება, არ არსებობს. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს,”- აცხადებს პრემიერი.

შეიძლება სექტემბერში სწავლის დაწყებას რისკი შეექმნას, თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც დღესაა – ტიკარაძე

ამასთან, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ჯანდცვის სამინისტროსა და ეპიდემიოლოგების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და წესებს არ შეასრულებს, შესაძლოა სწავლის დაწყებას რისკი შეექმნას.

30 შემთხვევა ძალიან ბევრია, თუ მსგავსი კერა სხვაგანაც გაჩნდა, ვირუსს ვეღარ შევაკავებთ – იმნაძე

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა.

magti 5g