“არანაირი რეალური არგუმენტი არ არსებობს იმისა, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ “ფორტუნას” ეთერში, გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა.
მისივე განმარტებით, ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.
“კიდევ კარგი კობახიძემ ცოტა შეცვალა მიმართულება და ახლა ლომჯარიას, გიგაურს დააბრალა, რომ ისინი აჩენენ ასეთ ეჭვებსო. დასავლეთი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.
შეუძლებელია დასავლეთი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნით იყოს დაინტერესებული იმიტომ, რომ თუ საქართველოში საომარი მოქმედებები დაიწყება, მაშინ დასავლეთი იძულებითი იქნება რაღაც გააკეთოს, მას მოუწევს ორად გახლეჩა და თუნდაც 2008 წლის მოვლენებიდან გამომდინარე, ნაკლები პრობლემები და თავის ტკივილი ვიქნებით რუსეთისთვის სამხედრო თვალსაზრისით, ვიდრე დასავლეთისთვის, ამიტომ გამორიცხულია”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება არ არსებობს, არის მოგონილი და ტყუილი: სალომე ზურაბიშვილი