LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედის გინება უამრავი გაგვიგია საქართველოში და ახალი აღმოჩენა რა გააკეთა წერეთელმა არ ვიცი.. არცერთი მხარე არ ამბობს სიმართლეს: ვახტანგ ძაბირაძე

475
vaxtangdzabiradze-3 (2)

დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და “TV პირველის” დირექტორ ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გამოეხმაურა.

როგორც „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ პოლიტოლოგმა აღნიშნა, ფაქტი საშინელებაა და არცერთი მხარე სიმართლეს არ ამბობს.

„ეს ფაქტი რბილად რომ ვთქვათ საშინელება იყო. როგორც ჩანს სუფთა არც ერთი მხარე არ არის. ერთს აქვს თმენის ვალდებულება. ასე პარლამენტში არ უნდა ლაპარაკობდნენ, ქუჩაში კი ბატონო.

დედის გინება უამრავი გაგვიგია საქართველოში, ახალი აღმოჩენა რა გააკეთა წერეთელმა არ ვიცი. გასაგებია, რომ შეურაცხმყოფელია, მაგრამ მეორე მხრივ, ლაპარაკი იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები წერეთლის “გასალახად” მივიდნენ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეზე ესეც აბსურდია.

ჩემი აზრით, არცერთი მხარე სიმართლეს არ ლაპარაკობს, ეს არის პრობლემა დღეს“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, „TV პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, “ქართული ოცნების” სხვა დეპუტატები

“მეც იგივეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე ანრი ოხანაშვილსა და ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტზე

„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „TV პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

ადეკვატური და პროპორციული პასუხი მიიღო – გასაჯაროვდეს ყველა კადრი და გადაადგილება: ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთელზე

ინგა გრიგოლია: ყურში რაღაც მითხრა შეურაცხმყოფელიო, ოხანაშვილი რომ ამბობს ვატო წერეთელზე, ხელისუფალი რომ ხარ, რაც არ უნდა გითხრას ნებისმიერმა ადამიანმა, თუნდაც ძალიან რომ გძულს, გაქვს თმენის ვალდებულება 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები