LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაპუნქტუალური ადამიანები უფრო წარმატებულები არიან და დიდხანს ცოცხლობენ

456

ის ადამიანები ვინც მუდმივად აგვიანებენ, უფრო წარმატებულები არიან და უფრო დიდ ხანსაც ცოცხლობენ. როგორც ექსპერტთა ჯგუფმა დაადგინა, ამ უცნაურობის მიზეზი ისაა, რომ ასეთი ადამიანები ოპტიმისტები არიან და სტრესსაც ნაკლებად განიცდიან. ისინი ვისაც დრო არასდროს ყოფნის, როგორც წესი, უფრო ფართოდ აზროვნებენ, კრეატიულები არიან და სამსახურშიც მეტ წარმატებას აღწევენ.

სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ მუდმივად დაგვიანება ოპტიმიზმთანაა პირდაპირ კავშირში. ასეთი ადამიანები უაღრესად პოზიტიურად აზროვნებენ, სჯერათ რომ მიუხედავად დროის არქონისა, მაინც ყველაფერს მოასწრებენ. პოზიტიური აზროვნება კი თავის მხრივ მეტი წარმატების საწინდარი ხდება.

გარდა ამისა, ისინი უფრო სპონტანურები არიან, ძირითადად მომენტით ცხოვრობენ და ცდილობენ, ყოველი დღე მაქსიმალურად სასიამოვნოდ გაატარონ. შესაბამისად, ეს მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც დადებითად აისახება.

და ბოლოს, მედიკოსთა დასკვნით, ვინც ხშირად აგვიანებს, მას გულთან დაკავშირებული პრობლემებიც ნაკლებად აწუხებს. ნაკლები სტრესი ხომ ნაკლებ გართულებებთანაა დაკავშირებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები