LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არარსებული ავტომობილის წლიური ტირაჟი უკვე გაყიდულია

21

ახალდაბადებულმა ბრიტანულმა ავტოკომპანიამ TVR,  ნახევარი წლის განმავლობაში, 250 ჯერ არწარმოებული სუპერქარი გაყიდა, რომელთა შესახებაც მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ აღჭურვილი იქნება V8 ტიპის ძრავით და იქნება უკანა წამყვანი თვლებით.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ამჟამად მუშაობა მიდის ოთხ ახალ მოდელზე, რომელთაგანაც ერთ-ერთი 2017 წელს გამოვა. ამ მოდელის დიზაინზე გორდონ მიურეი მუშაობს, რომლის პორთფოლიოშიც ისეთი ავტომობილების დიზაინი მოიძებნება, როგორიც McLaren F1-ია, ხოლო ძრავს კომპანია Crosworth ააწყობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები