LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატად ზაზა ხატიაშვილი წარადგინა

86
gf-4

პარტიებმა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ქართული არჩევანი“, „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის“ და „თავისუფალი საქართველო“ კოალიცია ,,ეროვნული ფრონტი” ჩამოაყალიბეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატად ზაზა ხატიაშვილი წარადგინეს. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

კოალიცია აცხადებს, რომ  ზაზა ხატიაშვილი არ არის დაკავშირებული რომელიმე პარტიულ სტრუქტურასთან და შეძლებს არჩევნებში „ქართული ოცნების დამარცხებას“.

„ეროვნული ფრონტი“ არ იქნება მექანიკური გაერთიანება და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ორი საკითხი. პირველი – მთელი ქართული საზოგადოება რამდენი წელია უკვე საუბრობს, რომ პოლიტიკური სივრცე მონოპოლიზებული აქვთ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“.

არის კიდევ ბევრი ადამიანი, რომლებსაც არ უნდათ არც დღევანდელი ხელისუფლება, არც წინა ხელისუფლების რევანში. გვინდა, ყველა ამ ადამიანისთვის „ეროვნული ფრონტი“ გახდეს როგორც საკუთარი სახლი.

მივმართავთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, არ გვაინტერესებს ვინ 3 პროცენტი აიღო, ვინ 7 პროცენტი, ვინ 0.7 და ვინც, საერთოდაც არასამთავრობო ორგანიზაციაა, მობრძანდით, „ეროვნული ფრონტის“ კარი თქვენთვის არის ღია.

ჩვენი კოალიციის ამბიციააა, რომ გავაერთიანოთ საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც კარგად ხვდება, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის ჭაობი და წინა ხელისუფლების რევანში არის ასევე ჩიხი. „ეროვნული ფრონტის“ უმთავრესი პრიორიტეტი იქნება ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა კახა კუკავამ.

ცნობისთვის, ზაზა ხატიაშვილის კანდიდატურა ოთხმა არასაპარლამენტო პარტიამ  მთელ ოპოზიციას რამდენიმე დღის წინ შესთავაზა.

თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად ოპოზიციას ზაზა ხატიაშვილს ვთავაზობთ – არასაპარლამენტო პარტიების განცხადება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები