ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც 9 აპრილის მნიშვნელობაზე საუბრობს.
მისი თქმით, ყოველ წელს სწორედ ამ პერიოდში აყვავებული ტიტები სიმბოლურ დატვირთვას ამყარებს:
„9 აპრილს ისე არცერთი ყვავილი არ უხდება, როგორც ტიტები. თითქოს ელოდებიან, თითქოს ასე დაუმიზნებენ საგანგებოდ და ამ დღეს აყვავდებიან ჩვენს ბაღში ტიტები. ხშირად ვფიქრობ, რომ ვერ მოესწრება, ან გადაყვავილებული იქნება, მაგრამ არასდროს არ მომხდარა ისე, რომ წითელი ტიტა არ ყვაოდეს ამ დღეს,“ — ამბობს შევარდნაძე.
ის აღნიშნავს, რომ 9 აპრილი საქართველოსთვის ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღეა:
„ეს დღე ჩვენი ქვეყნისთვის ტკივილიანი დღეა, მძიმედ გასახსენებელი დღეა. თან სიამაყის დღეა, ვინაიდან დიდი ამბების დასაწყისი გახდა ეს დღე.“
