LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა“ – საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველი ამხილა

158
პოლიციელის ძალადობა ცოლზე

პეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის და მუქარის ფაქტებზე სამართალდამცავი ამხილა.

უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.

ამავე ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 და 2024 წლებში, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა.

„2023 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის თვეში, ბრალდებულმა თავის მეუღლესთან ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მასზე ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

2024 წლის თებერვალში, ბრალდებული მეუღლეს სოციალურ ქსელ „Facebook”-ით კომუნიკაციისას, სახლის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო, რის საფუძველზეც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარის ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით სამართალდამცავს ბრალდება წარედგინა“. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.

თავად ბრალდებული კი, როგორც მისი ადვოკატი ამბობს, ბრალს არ აღიარებს:

„ჯერ ბრალი არის მხოლოდ წარდგენილი, თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. სამსახურში იმყოფება, ბრალი აქვს მხოლოდ წარდგენილი“. – უთხრა მედიას ადვოკატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები