თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებული დ.თ დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 2019 წლის 17 დეკემბერს, დ.თ.-მ განახორციელა არასრულწლოვანის გაუპატიურება.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა დ.თ. 2019 წლის 21 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანის გაუპატოურობისთვის წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დამნაშავეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.