LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვნის დაკავებისას პოლიციის მიერ შესაძლო გადაცდომაზე გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

86

იუსტიციის სახლთან დაკავებული არასრულწლოვნის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას, პოლიციელთა მხრიდან შესაძლო გადაცდომის ჩადენის საკითხზე, შსს-ს გენინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

„გენერალურმა ინსპექციამ, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 3 ივლისს თბილისში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, არასრულწლოვანის  პოლიციის შენობაში გადაყვანის ფაქტის შესწავლა დაიწყო. გენერალური ინსპექცია შეისწავლის, ჩაიდინეს თუ არა პოლიციის თანამშრომლებმა არასრულწლოვნის გადაყვანისას რაიმე სახის გადაცდომა,” – განაცხადეს შსს-ში.

იუსტიციის სახლთან გუშინ დაკავებულ არასრულწლოვანს გამოძიება 80-მდე სხვადასხვა ქურდობაში მონაწილეობას ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g