ანორექსიასთან ბრძოლის კამპანია დღითიდღე უფრო აქტიურ ფაზაში შედის. ამის დასტურია პლუს ზომის მოდელების პოპულარიზაცია, რომლების ყოველდღიურად სხვადასხვა გამოცემების გარეკანზე ხვდებიან. ამჯერად ჭარბწონიანი მოდელები პოპულარული სპორტული ბრენდის, Nike-ის რეკლამაში გამოჩნდნენ.
Nike-ის ბიუსტჰალტერების ახალი რეკლამა ნამდვილად რევოლუციური გამოდგა. რეკლამაში არა მოდელებმა, არამედ ჩვეულებრივმა გოგონებმა მიიღეს მონაწილეობა. თანაც ყველა მათგანი არასტანდარტული ფორმისაა და შორსაა სილამაზის მსოფლიო სტანდარტებისგან.