LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასწორია ოჯახზე და მართლმადიდებლობაზე ღლიცინი… ნურც უცხოელები მისცემენ უფლებას საკუთარ თავს, აუგად მოიხსენიონ ჩვენი ფასეულობები“- გოგა ჩანადირი ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეზე

194
გოგა ჩანადირი

ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღესთან დაკავშირებით ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ არას­წო­რია მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა­ზე და ოჯახ­ზე სი­ცი­ლი, რად­გან ოჯახი სახელმწიფოს ქვაკუთხედია.

„ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები“- ზურა ხაჩიძე

„არასწორია ოჯახზე და მართლმადიდებლობაზე ღლიცინი. ოჯახი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. ზნეობრივი ოჯახი ზნეობრივ სახელმწიფოს ნიშნავს. ოჯახის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება. მართლმადიდებლობა კი ქართველთათვის რწმენა, ხელოვნება და ისტორიაა.

„ბოლო ჟამი მეტი კი არაფერია… ქვეყნის ისტორიის, რელიგიის და თუნდაც ოჯახის დაცვისკენ მოგვიწოდებენ ადამიანები რომლებმაც არც ისტორია იციან, არც ქრისტიანობა, არც ჯანსაღი ოჯახის მნიშვნელობაზე გაუგიათ რამე“- რას წერს გიორგი სუხიტაშვილი ოჯახის სიწინდის დღესთან დაკავშირებით

ამ რწმენას, ხელოვნებასა და ისტორიას მეფე მირიანთან, ვახტანგ გორგასალთან, არჩილ მეფესთან, დავით და კონსტანტინესთან, თორნიკე ერისთავთან, გიორგი მთაწმინდელთან, აღმაშენებელთან, თამარ მეფესთან, ასი ათას მოწამესთან, გარეჯელ მოწამეებთან, ქეთევან დედოფალთან, თევდორე მღვდელთან, დიმიტრი ყიფიანთან, ილია ჭავჭვაძესთან, ამბროსი ხელაიასთან, ექვთიმე თაყაიშვილთან და სხვა არაერთ უდიდეს ზნეობრივ ადამიანთან მივყავართ. ოჯახი და სარწმუნოება ნამდვილად არ არის საღლიცინო და ნურც უცხოელები მისცემენ უფლებას საკუთარ თავს, აუგად მოიხსენიონ ჩვენი ფასეულობები.“- წერს გოგა ჩანადირი.

„სიყვარულით სავსე ხალხი აგრესიული არ არის. ოჯახი კი ყველასთვის წმინდაა.. ნუ იმუქრებით, პატივი ეცით ადამიანებს, ან სადამსჯელო რაზმების დღესასწაული დაარქვით, რაც ამ მოცემულობით, როგორც თავს გამოხატავთ, უფრო სწორი სახელი იქნება“ – რას წერს ნათია ფანჯიკიძე ოჯახის სიწინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით

არასწორია ოჯახზე და მართლმადიდებლობაზე ღლიცინი. ოჯახი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. ზნეობრივი ოჯახი ზნეობრივ სახელმწიფოს…

Posted by გოგა ჩანადირი on ხუთშაბათი, 16 მაისი, 2024
magti 5g