LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო ჟამი მეტი კი არაფერია… ქვეყნის ისტორიის, რელიგიის და თუნდაც ოჯახის დაცვისკენ მოგვიწოდებენ ადამიანები რომლებმაც არც ისტორია იციან, არც ქრისტიანობა, არც ჯანსაღი ოჯახის მნიშვნელობაზე გაუგიათ რამე“- რას წერს გიორგი სუხიტაშვილი ოჯახის სიწინდის დღესთან დაკავშირებით

309
გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეს ეხმაურება.

მომღერალი წერს, რომ ქვეყნის ისტორიის, რელიგიის და ოჯახის დაცვისკენ მოგვიწოდებენ ადამიანები, რომლებმაც არც ისტორია იციან, არც ქრისტიანობა და არც ჯანსაღი ოჯახის მნიშვნელობაზე გაუგიათ რამე.

„ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები“- ზურა ხაჩიძე

„ბოლო ჟამი მეტი კი არაფერია.

ქვეყნის ისტორიის, რელიგიის და თუნდაც ოჯახის დაცვისკენ მოგვიწოდებენ ადამიანები რომლებმაც არც ისტორია იციან, არც ქრისტიანობის და ზოგადად რელიგიისა იციან რამე და არც ჯანსაღი ოჯახის მნიშვნელობაზე გაუგიათ რამე. ამ ყველაფრის სარჩული აგრესიაა, აგრესიით და სიძულვილით დაბადებული იდეა არასოდეს არ იქნება არც ქრისტიანული და არც წმინდა.

მე იმ ადამიანების გულწრფელობას არ განვიხილავ ვისთვისაც ჩვენი ქვეყანა, ისტორია, აწმყო და მომავალი მნიშვნელოვანია და ამ დღესაც სუფთა გულით და სიყვარულით ხვდებიან. მე სათავეში ვხედავ ფარისევლობას, დამიტოვეთ იმის უფლება რომ ასე ვფიქრობდე და არ მქონდეს ბრმა ნდობა და უკითხავი მორჩილება.

„სიყვარულით სავსე ხალხი აგრესიული არ არის. ოჯახი კი ყველასთვის წმინდაა.. ნუ იმუქრებით, პატივი ეცით ადამიანებს, ან სადამსჯელო რაზმების დღესასწაული დაარქვით, რაც ამ მოცემულობით, როგორც თავს გამოხატავთ, უფრო სწორი სახელი იქნება“ – რას წერს ნათია ფანჯიკიძე ოჯახის სიწინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით

ოჯახის სიწმინდე და სიჯანსაღე თუ სურთ ჯერ თავად განათლდნენ და განათდნენ და თუ შვილები ჰყავთ მათ მისცენ კარგი განათლება და ცოდნა. აჩვენონ სიყვარულის და ერთიანობის მაგალითი.

ყველას დედას მოგი***ავთო ამას რომ გაიძახიან სად არის ან სიწმინდე ან ქრისტიანობა, ან რა მაგალითს აძლევენ სხვას და განსაკუთრებით მომავალ თაობას? ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა გვაკლია, რამდენი დღეც არ უნდა დავაწესოთ თუ არ გავითავისეთ ის რომ ერთი სამშობლო გვაქვს და ეს სამშობლო ჩვენი ყველას დასაცავია (ერთმანეთისგან კი არა ნამდვილი მტრისგან) მანამდე არაფერი გამოგვივა.

ახლა დედაჩემმა დამირეკა გადმოდი რამე ჭამე შიმშილით არ ამოწყდეო. გადავალ ჩავეხუტები, ამოვიყორავ მუცელს და მერე ყავასაც დავლევთ❤️🇬🇪 “- წერს სუხიტაშვილი.

მსვლელობის გამო თბილისში გარკვეულ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება – ნახეთ, როგორ შეიძლება გადაადგილება

ბოლო ჟამი მეტი კი არაფერია. ქვეყნის ისტორიის, რელიგიის და თუნდაც ოჯახის დაცვისკენ მოგვიწოდებენ ადამიანები რომლებმაც არც…

Posted by Sukhita on პარასკევი, 17 მაისი, 2024

პოპულარულები