LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არავინ აპირებს პარლამენტში შესვლას ან ცალკე კულუარულად მოლაპარაკებას” – გიგი წერეთელი

143
BeFunky-collage (4)

ძალიან რთულია წარმოიდგინო, რომ ხელისუფლება მთავარ საკითხებზე ასე უცებ დათანხმდება, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.

“გუშინ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ არის გარკვეული პროგრესი, ბევრი კითხვა გამოიწვია, მაგრამ დაზუსტდა, რომ სამწუხაროდ, ჯერჯერობით, შეთანხმება არ არის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით. ამავდროულად, ყველამ დაადასტურა, რომ არავინ აპირებს შესვლას ან ცალკე კულუარულად მოლაპარაკებას”- აღნიშნა გიგი წერეთელმა.

მისი თქმით, ახლა სასწორზე დევს საქართველოს პოლიტიკური სივრცის მომავალი.

“ძალიან მნიშვნელოვანია არ იყოს მუდმივად შიში იმისა, რომ არჩევნებს ვერ მოიგებ თუ ძალიან დიდი ადმინისტრაციული რესურსი არ იქნა. ფინანსები, ზეწოლა და ა.შ. მნიშვენლოვანია, როგორ მოხდება ნდობის აღდგენა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ. ამიტომ გაერთიანდა ოპოზიცია, თორემ რომ ვთქვათ, რომ ოპოზიციაში ყველას ერთმანეთი უყვარს, ასე არ არის. აქ სხვადასხვა შეხედულებების ადამიანები არიან”- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ოპოზიციურ ერთობაზე საუბრისას, წერეთელი პარლამენტში შესვლა არ შევლის საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება გარკვეულ სირთულეებს შექმნის.

“ვისაც უნდა პოლიტიკური მომავალი ამ კომპრომისზე არ უნდა წავიდეს ასეთ სიტუაციაში. ცუდია, რაც ხდება. ზოგადად, პოლიტიკური ჩიხი, მაგრამ ამაზე უნდა ეფიქრა ხელისუფლებას და კუთხეში არ უნდა მიეყენებინა ალტერნატივის გარეშე ოპოზიცია”- აღნიშნა გიგი წერეთელმა “დღის თემაში”.

რაც შეეხება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც მან მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ ბულინგზე ისაუბრა, გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ ახლა მთავარია შენარჩუნდეს პოლიტიკური ერთიანობა.

“არ მგონია, რომ ეს რაღაც სერიოზული იყოს. გიორგის ჰქონდა ემოციური გამოსვლა. ახლა მთავარია შენარჩუნდეს საღი კრიტიკული დამოკიდებულება და ერთიანობა”- აცხადებს გიგი წერეთელი.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ჩვენს საუბარში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობისთვის რიგგარეშე არჩევნები არის გადამწყვეტი და არანაირი დათმობა არ იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g