LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავინაა დაცული არც სამზარეულოში და არც საძინებელში“… „მისი დაკავება ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა“ – როგორ აფასებენ სოსო გოგაშვილის დაკავებას პოლიტიკოსები

144
სოსო გოგაშვილი 22

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს.

სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

სოსო გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

გამოძიება 3 მუხლით – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით დაიწყო.

სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებენ პოლიტიკოსები.

„გირჩის” წევრმა, დეპუტატმა ჰერმან საბომ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ „სავარაუდოდ, გოგაშვილი თავისი თავისუფლებით ან რაღაცით ვაჭრობს, რომელიც ჯერ არ ვიცით – ახლა ალბათ, არკვევენ რა აქვს მას სინამდვილეში და ეს ვაჭრობის ამბავი მიდის“.

მისი თქმით, ვიდრე რეალურად არ დავინახავთ, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სისტემას რეალური ფაქტებით დაუპირისპირდა, იქამდე ის ფიქრობს, რომ ეს პროცესები „შიდა ჩხუბის გარეთ გამოსული ამბავია“.

„გოგაშვილის გვარი არაფერ ისეთთან ასოცირდება ჩემთვის, რომელიც რამე მნიშვნელოვანი იქნებოდა. ახლა სანამ უბრალო დაპირებებზე ვართ ჩამოკიდებული და გვეუბნება, რომ მალე ვიზამ, ამას ვიზამ, იმას ვიზამ, სანამ რეალური ქმედება არ მოხდა და სანამ რეალურად არ დავინახავთ, რომ გოგაშვილი სისტემას რეალური ფაქტებით დაუპირისპირდა, იქამდე მე ვფიქრობ, რომ მთელი ეს ამბავი არის შიდა ჩხუბის გარეთ რაც გამოდის ხოლმე – შიდა სპექტაკლის გარეთ გამოჟონილი ამბავი. სავარაუდოდ, გოგაშვილი თავისი თავისუფლებით ან რაღაცით ვაჭრობს, რომელიც ჯერ არ ვიცით. ახლა ალბათ, არკვევენ რა აქვს სინამდვილეში მას და ეს ვაჭრობის ამბავი მიდის,“ – განაცხადა ჰერმან საბომ.

„ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ გოგაშვილის დაკავება ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა და გზავნილია ყველა ადამიანისთვის, რომ ხმის ამოღების შემთხვევაში, მათაც ასე მოექცევიან და სახლში შეუვარდებიან სპეცდანიშნულების რაზმით.

მისი თქმით, გოგაშვილი მაშინ დააკავეს, როცა სისტემას საფრთხე შეექმნა.

„გოგაშვილი იმ სისტემის ნაწილი იყო, რომელიც ამ ქვეყნის დემოკრატიას ანგრევს და თითოეულ მოქალაქეს უსმენდა, აღარიბებდა, ჩაგრავდა. ის თვითონვე აღიარებს ამას, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს იმაში, რაზედაც უნდა ისაუბროს.

ივანიშვილმა ის მაშინ არ დააკავა, როცა მაჩალიკაშვილების ოჯახი გაუბედურდა, როცა კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობდა ვახა მაჩალიკაშვილი, მაგრამ დააკავა მაშინ, როცა ამ სისტემას შეექმნა საფრთხე. რა თქმა უნდა, ეს ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა და გზავნილია ყველა ადამიანისთვის, რომ ხმის ამოღების შემთხვევაში, მათაც ასე მოექცევიან და სახლში შეუვარდებიან სპეცდანიშნულების რაზმით.

ეს გზავნილია მოსამართლეებისთვისაც, გვარამიას საქმის მოსამართლე ჩხიკვაძეს რომ ის წერილი არ გამოექვეყნებინა, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც აშშ- ის ელჩს, ისე მთლიანად ჩვენს პარტნიორ ქვეყანას, მეორე დილით, ალბათ, მის სახლთანაც სპეცდანიშნულების რაზმს ვიხილავდით. ეს არის ივანიშვილის მართვის სტილი, მას ადამიანები, რომლებიც მის გარშემო არიან, პირობითად, მინისტრები, უმრავლესობის წარმომადგენლები ჩათრეული ჰყავს დანაშაულებრივ მორევში და ამით მათ უთხრა – ნებისმიერ დროს – თქვენც ასე შემიძლია გამოგათრიოთ სახლისან სპეცდანიშნულების რაზმით,”- განაცხადა ბოტკოველმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია, რომ დანაშაულები, რომელსაც წლების მანძილზე ჩადიოდნენ ფარული მიყურადების თუ არჩევნების გაყალბების კუთხით, საჯარო გახდება.

„გოგაშვილი დააკავეს არა იმიტომ, რომ ვინმეს პირად ცხოვრებაში ჩარევა დანაშაულად მიაჩნიათ ამ ქვეყანაში, ან გოგაშვილი უსმენდა მარტო და სხვები არა, ის იმიტომ დააკავეს, რომ სისტემამ იგრძნო, შეიძლება ინფორმაცია იმ დანაშაულების შესახებ, რასაც ორგანიზებულად ჩადიოდა „ქართული ოცნება“, ყველასთვის ცნობილი გახდეს. ისინი უსმენდნენ სასულიერო პირებს, ელჩებს, პოლიტიკოსებს, არავინ არის დაცული არც სამზარეულოში და არც საძინებელში.

მათთვის ადვილი არ იქნება გოგაშვილისთვის ბრალის წაყენება, რადგან ის ფლობს ბევრ ინფორმაციას დანაშაულების შესახებ, რასაც წლების მანძილზე ჩადიოდა „ქართული ოცნება“, მათ მოუწევთ თანამშრომლობა ერთმანეთთან, ახლა გოგაშვილი დაკავებულია იმისთვის, რომ თავისუფლება მოიპოვოს დუმილის სანაცვლოდ. სინამდვილეში ჩემი ინფორმაციით, გოგაშვილის ხელშია სერიოზული მტკიცებულებები, თუ როგორ ხდებოდა თვალთვალი, მოსმენა, მიყურადება და გავრცელება ამ ჩანაწერების, ასევე მთელი სქემები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ამის შეეშინდა „ქართულ ოცნებას“ და მას თავისუფლება აღუკვეთეს, რომ არ გაამჟღავნოს ინფორმაცია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ამავე თემაზე:

“ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ვიღაცას დაურეკა და უთხრა, „საჩუქარიც ვაჩუქეთო“.. საქმე 3 მუხლით მიმდინარეობს” – რას ჰყვება გოგაშვილის მეუღლე და რას ამბობს მისი შვილი?

სოსო გოგაშვილის მეუღლე: “ძალიან ბევრ სახელს და გვარს დავასახელებ, დამელოდეთ, აუცილებლად თქვენთვისაც მოვიცლი – სოსო გოგაშვილი არის პოლიტპატიმარი”

ადვოკატი: როგორც სოსო გოგაშვილი აცხადებს, დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც გეგმავდა, საზღვარგარეთ, სანდო ხელშია და უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება

„არ შეგრჩებათ მკვლელებო!!.. მამას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული“ – რა მიმართვას ავრცელებს სოსო გოგაშვილის ქალიშვილი

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მამაჩემი იყოს კარგად და ისევ გააგრძელოს ამ ბინძური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა” – ნინი გოგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები