LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ვიღაცას დაურეკა და უთხრა, „საჩუქარიც ვაჩუქეთო“.. საქმე 3 მუხლით მიმდინარეობს” – რას ჰყვება გოგაშვილის მეუღლე და რას ამბობს მისი შვილი?

540
BeFunky-collage

ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა არ იცოდა, რომ სამზარეულოში ვიყავი, ვიღაცას დაურეკა და უთხრა, „საჩუქარიც ვაჩუქეთ, წარმატებულად ჩატარდა ყველაფერიო“. არ ვიცოდი საჩუქარი რა იყო, როგორც გავიგე, საჩუქარი ეს ყოფილა, რომ „იარაღს ჩაგიდებენ“, – ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ცოლმა, თეა მარტყოფლიშვილმა განაცხადა.

როგორც მან  ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში აღნიშნა, დაკავების ღონისძიებაში სუს-ის გენინსპექციის უფროსის მოადგილე – ღამბაშიძე მონაწილეობდა, რომელიც უწყებიდან წარსულში გათავისუფლებული იყო, შემდეგ კი აღადგინეს.

„ეს ღამბაშიძე არის დასკვნით გაშვებული და ის არის აღდგენილი. ახლა სუს-ის გენინსპექციის უფროსის მოადგილეა, რომელიც თან დამემუქრა. ღამბაშიძე არის არაპროფესიონალი, უბინძურესი ადამიანი, ჯერ ქალს ასე რომ მოექცევი, ქალს რომ ხელებს გადაუგრიხავ და გამოაგდებ…

ჩემი ქმარი უდანაშაულოა. ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა არ იცოდა, რომ სამზარეულოში ვიყავი, ვიღაცას ურეკავს და ეუბნება: „გიორგი, პაპუნა, მეშვიდე, შსს, ყველანი აქ არიან, საჩუქარიც ვაჩუქეთ, წარმატებულად ჩატარდა ყველაფერი“. მე არ ვიცოდი საჩუქარი რა იყო, როგორც გავიგე საჩუქარი ეს ყოფილა, რომ „იარაღს ჩაგიდებენ“. პირველად გავიგე საჩუქარი რა იყო. ბიჭებმა რომ დამინახეს, რომ სამზარეულოსთან ვიდექი, ხელით ანიშნეს, აქეთ გამოდიო და გავიდა. “ნიღაბი” არ ეკეთა, რომ მოტრიალდა შემდეგ ჩამოიცვა – პრემიაც კარგი გვეკუთვნისო. ღამბაშიძე რომ შემოვიდა უკნიდან, დაარტყა წიხლი, ჩემმა მეუღლემ ხელები უკან წაიღო ბორკილები რომ დაადეს, ამას იარაღი ჰქონდა ჩადებული. სოსოს ხელი მიადებინეს იარაღზე, ძირს დააგდეს. როგორ ფიქრობთ, როგორია შვილი უყურებდა როგორ აგდებენ მამამისს და ფეხსაცმლის წვერს სახეში ურტყამდა ღამბაშიძე, ეს ნაძირალა. პირობას ვაძლევ, რომ ღამბაშიძე მანდ ვერ დარჩება! ეგ იარაღი იყო „კალაშნიკოვი“, რომელზეც ხელი მიადებინეს“, – განაცხადა მარტყოფიშვილმა.

ოჯახის ინფორმაციით, გოგაშვილი 3 მუხლით არის დაკავებული – მათ შორის, იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით.

როგორც ჟურნალისტებს სოსო გოგაშვილის შვილმა ნიკოლოზ გოგაშვილმა განუცხადა, სამართალდამცავებმა მათ სახლში ჩხრეკისას უკანონოდ გაფორმებული ორი იარაღი ჩადეს, ამ პროცესის თვითმხილველები კი, მისი დედა და დეიდა არიან.

„ახლა გაიყვანეს. გაგიკვირდებათ და ვიცე-პოლკოვნიკს თურმე ორი გაუფორმებელი იარაღი ჰქონია სახლში და ყვავილივით ამოსული. ანუ ორი იარაღი ჩვეულებრივად ჩადეს და “შეტენეს” რაღაც ყალბი ფაქტები მოსმენების და ა.შ. საქმე სამი მუხლით მიმდინარეობს, მუხლები ზუსტად არ მახსოვს. ერთი არის იარაღის უკანონოდ შენახვა… იარაღის ჩადების პროცესი დაინახეს, თვითმხილველები დედაჩემი და დეიდაჩემი არიან”, – განაცხადა ნიკა გოგაშვილმა.

ამავე თემაზე:

სოსო გოგაშვილი დააკავეს

დიპლომატებს აქვთ ყველა ის მასალა, რის გასაჯაროებასაც მამაჩემი აპირებდა: ნიკოლოზ გოგაშვილი

ვიდეო: პოლიციამ გაჩხრიკა ბინები, რომელშიც სოსო გოგაშვილის შვილები ცხოვრობენ

ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დავალებით შევარდნენ ჩემს სახლში, შეაშინეს ჩემი 10 წლის ძმა…ვნახულობ დედაჩემის ვიდეოს, როგორ ყვირის რომ არ ესროლონ…პასუხს აგებთ! – რას წერს სოსო გოგაშვილის შვილი?

მალხაზ მაჩალიკაშვილს მიაჩნია, რომ სოსო გოგაშვილმა სასჯელი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე უნდა მოიხადოს

სოსო გოგაშვილმა პასუხი უნდა აგოს თემირლანის მკვლელობისთვის, ციანიდის საქმის შეკერვისთვის – ჩემი ძმის წამებისთვის: თორნიკე მამალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g