სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ, პოლიციამ მისი შვილების ბინები გაჩხრიკა.
არსებული ინფორმაციით, გონიოში მდებარე ბინაში, რომელიც სოსო გოგაშვილის მეუღლის თეა მარტყოფლიშვილის საკუთრებაა, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა და ფაქტის ამსახველი კადრები Facebook-ზე გაავრცელა. პოლიციამ სახლიდან Wi-Fi როუტერი და ნინო გოგაშვილის პირადი ნოუთბუქი წაიღო.
ჩხრეკა მიმდინარეობს გოგაშვილის მეორე შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის ბინაშიც, რომელიც ცაგარელის ქუჩაზე მდებარეობს. ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.