სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის შვილი ნიკოლოზ გოგაშვილი აცხადებს, რომ დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველა ის მასალა, რის გასაჯაროებასაც მამამისი აპირებდა.
„დიპლომატიურ კორპუსს ყველაფერი აქვს, რასაც სოსო აანონსებდა, ევროკავშირისაც და ამერიკისას“,- აღნიშნავს ნიკოლოზ გოგაშვილი.
ნიკოლოზ გოგაშვილი ვარაუდობს, რომ სოსო გოგაშვილის დაკავება 2021 წელს გავრცელებულ ფაილებს უკავშირდება.
„თქვენს არხებზეც იყო, საპარტიარქოს რომ უსმენდნენ…“,- განმარტავს ნიკოლოზ გოგაშვილი.
მან საგამოძიებო მოქმედებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩხრეკა ჩატარდა გონიოში, თბილისსა და კახეთში.
ვიდეო: პოლიციამ გაჩხრიკა ბინები, რომელშიც სოსო გოგაშვილის შვილები ცხოვრობენ