LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დავალებით შევარდნენ ჩემს სახლში, შეაშინეს ჩემი 10 წლის ძმა…ვნახულობ დედაჩემის ვიდეოს, როგორ ყვირის რომ არ ესროლონ…პასუხს აგებთ! – რას წერს სოსო გოგაშვილის შვილი?

4498
ნინი გოგაშვილი

სუს-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის სოსო გო­გაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნინი გო­გაშ­ვი­ლი მათ ოჯახ­ში ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ზე წერს, რა დრო­საც არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სოსო გო­გაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

სოსო გოგაშვილი დააკავეს

სუს-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის სოსო გო­გაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნინი გო­გაშ­ვი­ლი მათ ოჯახ­ში ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ზე წერს, რა დრო­საც არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სოსო გო­გაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

„ყველაზე უბედური ადამიანი ვარ ჩემს ცხოვრებაში, როცა ჩემი ოჯახის გვერდით არ ვიყავი როცა ბიძინა ივანიშვილოს და ქართული ოცნების დავალებით ჩემს სახლში შევარდნენ იარაღებით, შეაშინეს ჩემი 10 წლის ძმა, დედაჩემი…. და სოციალური ქსელიდან ვნახულობ დედაჩემის ვიდეოს როგორ ყვირის რომ არ ესროლონ… ღმერთს ვთხოვ ჩემს ოჯახს ძალა მისცეს და თქვენ რომ პასუხს აგებთ აუცილებლად, ამაში ეჭვი არ მეპარება!

დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი 10 წლის ძმა პეტრე და ჩემი 4 წლის ძმის შვილი, სავარაუდოდ ამ დრომდე ისევ სახლში იმყოფებიან, იარაღით აღჭურვილ პირებთან ერთად. არავის არ აძლევენ შესვლის უფლებას, არ გვინახავს როგორ არიან. 8 საათის განმავლობაში იმყოფებიან ასე!!!!!! არაადამიანები ხართ და პასუხს აუცილებლად აგებთ და ყველა ზომას მივმართავთ რომ ყველამ გაიგოს სინამდვილეში რასაც წარმოადგენთ ამ ყველაფრის დამგეგმავები!!!

გთხოვთ, ყველა კარგ ადამიანს, დამეხმარეთ ამ სიბოროტესთან ბრძოლაში რომ გადავარჩინო ჩემი ოჯახი და იგივე თქვენს ოჯახებსაც არ დაემართოს“, – წერს ნინი გოგაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g