გიორგი შაქარაშვილის პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამჯერად, საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტით ეხმაურება. ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმე პრაქტიკულად გახსნილად ცხადდება. ოჯახი გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია.
ოჯახი მიიჩნევს, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია – მირიან ნიკოლაძე
ექსპერტი კი მიიჩნევს, რომ შაქარაშვილის საქმეში აშკარად ჩანდა დანაშაულის დაფარვის მცდელობა, მათ შორის სისტემის მხრიდან.
როგორც ხუხაშვილი წერს, საქმე სრულად გახსნილად ჯერჯერობით ვერ ჩაითვლება.
“შაქარაშვილის ტრაგედიის ტიპის საქმეები სამი კომპონენტისგან შედგება – დანაშაულის დაკვეთა, შესრულება და დაფარვა. გირგვლიანის საქმეში ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ შემსრულებლებს დროებით გადაუგდებდა საზოგადოებას და ამით გადააგორებდა თემას. დამკვეთი და დამფარავი კი მშრალად გამოძვრებოდა.
როგორც ისტორიამ აჩვენა, ეს ასე არ მოხდა.
არც ახლა მოხდება ასე.
1. იმის ილუზია არავის აქვს, რომ კუნთმაგარი და ჭკუათხელი ბიჭები თვითონ შეიკრიბენ. მათ ვიღაც მათთვის ავტორიტეტული უწევდა კოორდინაციას.
ამ პერსონის დადგენა არ უნდა იყოს ძნელი, თუ ამის ნება არსებობს.
2. პირველ ეტაპზე აშკარად ჩანდა დანაშაულის დაფარვის მცდელობა, მათ შორის სისტემის მხრიდან, თუნდაც ეს ქვედა დონეზე ყოფილიყო. რომ არა საზოგადოების და მედიის აქტიურობა, შეიძლებოდა ეს გამოსვლოდათ კიდეც.
ამ ორი კომპონენტის სათანადოდ გამოძიების გარეშე, საქმე ვერ ჩაითვლება სრულად გახსნილად, შესაბამისი განვითარებით.
პირველი ნაბიჯი გადაიდგა და ეს კარგია. ახლა მეორე და მესამე უნდა გადაიდგას,”- წერს ხუხაშვილი.
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=4402426663130854&id=100000906913618
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის: ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ზ.ხ. და ა.ქ.-ის მიმართ დაიწყო. დაკავებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პროკურატურის ვერსიით, გიორგი შაქარაშვილი „ტოიოტა ქამრიში“ მსხდომმა ხუთმა პირმა ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი მდინარე არაგვში გადააგდო.
“სასტიკად სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს” – პროკურატურა ახალ ვიდეო-რეკონსტრუქციას ავრცელებს