LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავის ეგონოს, რომ ჩემს ონკოთავგადასავალში მხოლოდ ცუდის დანახვაზე ვიქნები ორიენტირებული“ – რას წერს Ambebi.ge-ს მთავარი რედაქტორი, ნათია დოლიძე

177
ნათია დოლიძე

მედიასაშუალება Ambebi.ge-ს მთავარი რედაქტორი, ნათია დოლიძე, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებას მკურნალობს, სოციალურ ქსელში გამომწერებს მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ პერიოდულად ვიდეოებს უზიარებს.

ცოტა ხნის წინ, ნათია დოლიძემ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა კლინიკაში გადაღებული მორიგი ფოტო ტექსტით:

„არავის ეგონოს, რომ ჩემს ონკოთავგასავალში მხოლოდ ცუდის დანახვაზე ვიქნები ორიენტირებული. კლინიკაში, სადაც ვმკურნალობ, უმაგრესი ექთნები ჰყავთ – აი, ისეთები, კათეტერს კათეტერში რომ აჯენენ. ჩემი ხათუნა კი მსოფლიოში საუკეთესოა [Xatuna Amoeva]. ეს ფოტოც მისი გადაღებულია“, – წერს ნათია დოლიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები