LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავის მივცემთ ბათუმის გაჩერების შესაძლებლობას – რატომ დაუპირისპირდა თორნიკე რიჟვაძე სახალხო დამცველს

264
ჯარია რიჟვაძე

,,სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს რომ პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” განხორციელდეს კეთილსინდისიერად და 2025 წლისთვის ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება“ – ეს განცხადება  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ  სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელშიც ნინო ლომჯარიას აპარატი პარლამენტის მიერ 23 ივნისს მიღებული ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას და მის შეჩერებას ითხოვს.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ბათუმისთვის ავარიულის სახლები ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და არავის მიეცემა ქალაქისთვის ყველაზე მთავარი პროგრამის დაზიანების, დისკრედიტაციის და მით უმეტეს გაჩერების შესაძლებლობა.

„იმ ღონისძიებებზე, რომელიც ტარდება ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად და სადაც ჩვენ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგვიხატა, სახალხო დამცველმა და ალბათ სახალხო უნდა მოვაშოროთ.  ნაცებთან შეზრდილმა, ნაცების დამცველმა, როგორც ყველა კარგ საქმეზე, მიიტანა იერიში.  გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში.

აუცილებლად დავიცავთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, არავის მივცემთ ამ მართლაც მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის ყველაზე მთავარი პროგრამის დაზიანების, დისკრედიტაციის და მით უმეტეს გაჩერების შესაძლებლობას“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის მუნიციპალიტეტმა, შესაბამის ორგანოებთან ერთად მოახერხა, რომ დაეწყო ოთხი პროექტი იმ ფინანსური რესურსით, რომელიც იქნა ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი და დაახლოებით 200-ზე მეტი ოჯახი მერიის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში მიიღებს შესაბამის საცხოვრისს.

თორნიკე რიჟვაძემ მოუწოდა სამშენებლო სექტორს, დეველოპერულ სექტორს, რომ მაქსიმალურად მალე მიაღწიონ შეთანხმებებს მოსახლეობასთან, რომ შესაძლებელი გახდეს ამ პროგრამის კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით ამოქმედება.

„სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს რომ ეს პროგრამა განხორციელდეს კეთილსინდისიერად და ის გეგმა რომელიც გვაქვს,რომ 2025 წლისთვის განხორციელდეს ყველა ოჯახის დაკმაყოფილება, უნდა იქნას მიღწეული, როგორც მთავრობის ასევე კერძო სექტორის და მერიის აქტიური ჩართულობით“. – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

 

სახალხო დამცველმა ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერება და არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g