LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავის მივცემთ საშუალებას, ხელი შეუშალოს ქალაქის განვითარებას – მზად ვარ, ყოველდღიურად ვემსახურო ამ ულამაზეს ქალაქს: კახა კალაძე

55
კალაძე

თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ „არავის მისცემს საშუალებას, ხელი შეუშალოს ქალაქის განვითარებას“. როგორც მან საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიის დასასრულს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „თანაგუნდელებთან ერთად, მზად არის, ყოველდღიურად ემსახუროს ულამაზეს ქალაქს“.

„კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა მოგახსენოთ აქ მობრძანებისთვის. ჩემთვის პირადად ძალიან დიდი პატივია, რომ გვყავს ასეთი წარმატებული ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებოდნენ ჩვენს ქვეყანას, იგივეს აკეთებენ დღეს და დარწმუნებული ვარ, გააკეთებენ მომავალში. კიდევ ერთხელ გილოცავთ თბილისობას, რომელიც არ არის მხოლოდ ქალაქის დღე, თბილისობა არის დღესასწაული, სადაც ყველაზე კარგად არის გამოხატული და გამოსახული თბილისის ხასიათი, მისი მრავალფეროვნება, სიჭრელე და მიზანდასახულობა, იყოს მუდამ გამორჩეული, განვითარებული ქალაქი. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის როლი. მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაგრძელოთ ქალაქის განვითარება, ქალაქის აღმშენებლობა. რაც არ უნდა იყოს მცდელობა იმისა, რომ ვიღაცამ ხელი შეგვიშალოს, ვიღაცამ შეაყოვნოს ეს ყველაფერი, არავის მივცემთ საშუალებას და შესაძლებლობას, ხელი შეუშალოს ამ ულამაზესი, ისტორიული, უდიდესი კულტურის მქონე ქალაქის განვითარებას და აღმშენებლობას. პირადად მე, თანაგუნდელებთან ერთად, მზად ვარ, ყოველდღიურად ვემსახურო ამ ულამაზეს ქალაქს და ამ ულამაზეს ქალაქში მცხოვრებ ულამაზეს ადამიანებს. გილოცავთ კიდევ ერთხელ, სულ გამარჯვებები და მრავალჟამიერ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები