ანჯელინა ჯოლი გამოცემა WSJ-ის გარეკანზე მოხვდა. ფოტოსესია საოცრად ჰაეროვანია. შავ-თეთრ ფოტოებში 48 წლის ჯოლიმ სადა, ვინტაჟური სამოსი მოირგო. ინტერვიუც საინტერესო გამოვიდა. მსახიობი აცხადებს, რომ არავის ხვდება და მარტო ყოფნა ურჩევნია.
„განქორწინების შემდეგ, მე დავკარგე საშუალება თავისუფლად მეცხოვრა და შეზღუდვების გარეშე მემოგზაურა. მინდა გითხრათ, რომ ჰოლივუდი ჩემთვის საცხოვრებლად ჯანსაღი ადგილი სულაც არ არის“, – აცხადებს ჯოლი.
მისი თქმით, მას კინო კარიერის მიტოვება სურს და ერთხელაც აზიაში, კერძოდ კი კამბოჯაში გადავა შვილებთან ერთად საცხოვრებლად.
ცნობისთვის, ახლა ანჯელინა მარია კალასის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში „მარიაში“ იღებს მონაწილეობას, ის ლეგენდარული ბერძენი არტისტის როლს ასრულებს. გადაღებები პარიზში, ბუდაპეშტსა და ათენში მიმდინარეობს. თუ როდის იხილავს ფილმი დღის შუქს, ჯერჯერობით უცნობია.
„ამას ის წლების მანძილზე აკეთებდა“ – ბრედ პიტის ადა ანჯელინა ჯოლის შესახებ ახალი დეტალები გავრცელდა