LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება – ანა დოლიძე

151
98

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ეხმიანება. მისი განცხადებით, გადაწყვეტილების სწრაფად აღსრულება ამ საკითხში სახელმწიფოს დაინტერესებაზე მიუთითებს და „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს მეტი სამართლებრივი გარანტიები სჭირდებათ.

არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას, თუმცა ნიკა გვარამია ვეღარ გააგრძელებს საქმიანობას - ქიბარ ხალვაში

არ ჩავერევი ჟურნალიტების პროფესიულ საქმიანობაში, ეს უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით.

„საეჭვო იყო ის ფაქტი, რომ იმ პირობებში, როდესაც არსებობს უამრავი ადამიანი, რომლებმაც სტრასბურგი მოიგეს და მათი გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, იმ პირობებში, როდესაც იუსტიციის სამინისტრო არ აღასრულებს ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას, რამდენიმე საათში აღსრულდა ეს გადაწყვეტილება. აღნიშნული მიანიშნებს მათ შორის სახელმწიფოს დაინტერესებას. არავითარი გარანტია არ არსებობს მაგიდაზე, რომ არ შეიცვლება სარედაქციო პოლიტიკა. აღმასრულებელი დირექტორი, მით უმეტეს, ისეთი რეპუტაციის მფლობელი, რომელიც არის ქიბარ ხალვაში, ის არ არის ნელსონ მანდელა, ბუნებრივია, მის სიტყვას ვერავინ ენდობა, რომ არ ადგება და არ შეცვლის სარედაქციო პოლიტიკას,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g