ბოლო ერთი კვირაა, მედია მეგან ფოქსისა და კოლსონ ბეიკერის განშორების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ მოიცვა. დაშორების მიზეზად მუსიკოსი ღალატი სახელდებოდა. მედია აქტიურად წერდა იმის შესახებ, რომ კოლსონ ბეიკერმა მუსიკოსთან, სოფი ლოიდთან გააბა რომანი.
სულ ცოტა ხნის წინ მეგანმა „ინსტაგრამის“ დეაქტივაციის შემდეგ პირველი პოსტი გაავრცელა და გავრცელებულ ჭორებს უპასუხა.
„არავითარი მესამე პირი ჩვენს ურთიერთობაში არ ყოფილა“, – წერს მეგანი.
შეგახსენებთ, გასულ წელს, 1.5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ კოლსონმა მეგანს ხელი სთხოვა. მეგანი მეუღლეს სწორედ მუსიკოსის გამო დაშორდა.
როგორ გამოიჭირა მეგან ფოქსმა საქმრო ღალატში – უახლესი დეტალები
კოლსონ ბეიკერთან დაშორების შემდეგ, მეგან ფოქსმა თვალი ემინემს დაადგა