LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავითარი თანხები არ იქნება” – ევროკომისიამ უნგრეთს 13 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა გაუყინა

147
BeFunky-collage

ევროკომისიამ უნგრეთს 13 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა გაუყინა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიქტორ ორბანის მთავრობამ ვერ შეძლო ფართო რეფორმების განხორციელება.

ევროკომისია თვეების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს უნგრეთის ხელისუფლებასთან ქვეყანაში არსებულ მაღალ კორუფციასთან, სასამართლოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დამოუკიდებლობისა და უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებით.

„არავითარი თანხები არ იქნება, ვიდრე სათანადოდ არ იქნება განხორციელებული აუცილებელი ეტაპები“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g