LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისია უნგრეთს სუვერენიტეტის შესახებ კანონის გამო ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში უჩივის

228
ვიქტორ ორბანი

ევროკომისია უნგრეთს „სუვერენიტეტის დაცვის“ კანონის მიღებისთვის ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში უჩივის. როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, აღნიშნული კანონი არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

კანონი, რომელიც უნგრეთის პარლამენტმა 2023 წლის დეკემბერში დაამტკიცა, სუვერენიტეტის დაცვის ოფისის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნულ უწყებას ევალება, გამოიძიოს ისეთი საქმიანობა, რომელიც სხვა სახელმწიფოს ან უცხოური ორგანოს, ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის ინტერესებით ხორციელდება და რომლებმაც შესაძლოა, უნგრეთის სუვერენიტეტი დაარღვიოს ან საფრთხე შეუქმნას მას.

ასევე, ისეთი ორგანიზაციების საქმიანობა, რომელთა ქმედებებმა უცხოური დაფინანსებით შესაძლოა, გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე ან ამომრჩეველთა ნებაზე.

ორბანის მომხრეები აცხადებდნენ, რომ კანონი აუცილებელი იყო ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად. ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ კანონი პოლიტიკური ოპონენტების განადგურების მიზნით მიიღო უნგრეთის ხელისუფლებამ, რომელსაც უნგრეთის ოპოზიცია და ევროკომისია ხშირად ადანაშაულებენ დემოკრატიული ნორმების დარღვევაში.

თებერვალში ევროკომისიამ უნგრეთს წერილობით მიმართა და ოფიციალურად შეატყობინა თავისი შეშფოთების შესახებ.

„ეს საჩივრები ეხება ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიით გათვალისწინებულ რამდენიმე ფუნდამენტურ უფლებას: პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას”, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. 

საპასუხოდ, უნგრეთი აცხადებს, რომ „სუვერენიტეტის დაცვის“ კანონი არ არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას, ხოლო ევროკომისიის მიერ გამოთქმული შეშფოთება უსაფუძვლოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g