„სჯობს, უფრო პრაქტიკული და საჭირო საკითხებით დავკავდეთ, როგორიცაა იგივე მოლაპარაკების პროცესი. არავითარი წინაპირობა იმისა, რომ რაიმე სახის სანქციების დაკისრებაზე ან საქართველოს ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებაზე ვისაუბროთ, არ არსებობს“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ეჟურნალისტებს განუცხადა.
მან ამ განცხადენით, ნიკა მელიას დაპატიმრების გამო, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაკისრების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და თქვა, რო ხელისუფლებას მელიას დაკავების საკითხზე არგუმენტები აქვს. დეპუტატი მიიჩნევს, ამ პროცესების გამო, დემოკრატიის განვითარების კუთხით, ნაბიჯი უკან არ გადადგმულა.
„პირიქით, ის რასაც სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარება ჰქვია, ამის დემონსტრირება იყო, რაც რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ. ეს ის ღირებულებაა, რასაც ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფო უფრთხილდება და აფასებს. მას შემდეგ რაც, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები რეალურ მდგომარეობაში ერკვევიან, მათი განცხადებები და დამოკიდებულბებიც არსებითად იცვლება. ამის დასტურია ევროკავშირის ბოლო განცხადება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.