LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაყი წაიღეს, სათიბი, „დრელე“, „დრუჟბა“, ტელევიზორი“ – სოფელ შილდაში დაუდგენელმა პირებმა საცხოვრებელი სახლი გაძარცვეს

264
შილდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში საცხოვრებელი სახლი გაძარცვეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

ადგილობრივების ცნობით, სოფელში სახლი კი არა, რამდენიმე სახლები გატეხეს, საიდანაც წაღებულია საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა, ავეჯი და ალკოჰოლური სასმელები.

შილდაში მცხოვრებლები „მთავარ არხთან“ ამბობენ, ძირითადად გაქურდეს ის სახლები, რომელთა მეპატრონეები სხვაგან ცხოვრობენ.  მოსახლეობა ქურდების ვინაობის დადგენას ითხოვს:

„არაყი წაიღეს, სათიბი, „დრელე“, „დრუჟბა“, ტელევიზორი წაიღეს, თუ რამე იყო სახლში. როგორც ჩანს, ერთი ჯგუფია, დადის და… კრიმინალურიც იყო, მაგრამ ვერ იგებენ.

ჯერჯერობით დაკავებული არავინაა. ნახევარი სოფელი საზღვარგარეთაა გაქცეული, ბევრი სახლია დაკეტილი. იმ დაკეტილებში შედიან.“– თქვა შილდაში მცხოვრებმა ადგილობრივმა.

 

magti 5g