LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც დრო და არც ფორმა იყო საუკეთესო, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იყო – სალომე ზურაბიშვილი მელიას დაკავებაზე

89
salome

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნიკა მელიას დაკავებაზე ისაუბრა.

თემაზე საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მელიას დაჭერის ფორმა საუკეთესო არ იყო.

„ვფიქრობ, რომ იმისათვის, რასაც მხარს ვუჭერ და ესაა კომპრომისი, დეპოლარიზაცია, დეესკალიზაცია, ნიკა მელიას დასაკავებლად არც დრო და არც ფორმა არ იყო საუკეთესო, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის.

რისი თქმაც შემიძლია, უნდა ვიმუშავოთ უფრო მეტი კომპრომისის მოსაძებნად, რადგან სწორედ ეს არის გზა საქართველოს მოსახლეობისთვის და ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. მე ყველას და განსაკუთრებით, მმართველ პარტიას მოვუწოდებდი, რადგან მათ მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, ეცადონ თავიდან აიცილონ ოპოზიციის პროვოკაციები“. – ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. რასაც საქართველო პარტნიორი ქვეყნების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ამავე თემაზე:

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის, ბატონი მელიასა და გიორგი რურუას დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ: აშშ-ს სენატორები და კონგრესმენები

აგრესიული რევანშიზმის პოლიტიკა აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს – პროფესორ-მასწავლებლები ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

ქიმიური საშუალება საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გამოიყენეს – საია ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციაზე

პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს

“ტერორისტი შვილი მე არ გამიზრდია… ყოველთვის მამაჩემის ხმა ჩამესმის ყურში – არასოდეს ანზორ, როცა ბოროტებას გაგიკეთებენ, ბოროტებით არავის არ უპასუხო”

ნიკა მელია ქვეყანას გაცილებით უფრო გამოადგება პარლამენტში, ვიდრე ციხეში: დავით ზილფიმიანი

ის თანხა, რასაც საწვავში ხარჯავენ აქციებზე, გირაოსთვის რომ გადაიხადონ, დღესვე ჩაეხუტება მელია ოჯახის წევრებს – ლადო ბოჟაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g