LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია ქვეყანას გაცილებით უფრო გამოადგება პარლამენტში, ვიდრე ციხეში: დავით ზილფიმიანი

59
FORTUNA.GE- (1)

“არაფერს ვამბობ განახლებულ “ნაციონალურ მოძრაობაზე”, მიმაჩნია, რომ ნიკა მელია გაცილებით უფრო გამოადგება ქვეყანას პარლამენტში, ვიდრე ციხეში, –  “ევროპელი სოციალისტების” ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ეს პროტესტის ერთგვარი ფორმაა, თუმცა, რეალურად, ციხის კარი ღიაა.

დავით ზილფიმიანი “ნაციონალურ მოძრაობას” რევანშისტულ ძალას უწოდებს და ამბობს, რომ მათ ხელისუფლების და ფულის გარდა, არაფერი აინტერესებთ:

“იმდენად ემოციური და აქტიურია ჩვენი საზოგადოება, ყველამ ვნახეთ, ნამახვანჰესზე რამდენი ხალხი შეიკრიბა და აქ, როცა თითქოს უფრო მეტი მუხტი უნდა იყოს, ხალხის რაოდენობა გაცილებით ნაკლებია. ნიშნისმოგებით არ ვამბობ, ჩემი დიდი პატივისცემა ყველა ოპოზიციურ პარტიას, ჩემ თავს არ ვაკადრებ და არც მათ, რომ რაღაც ნეგატივი გამოვთქვა. ჩვენი ქვეყანა იმდენად მივუახლოვდით იმ სანუკვარს, რასაც ევროატლანტიკური გაერთიანება ჰქვია, რომ ჰორიზონტზეა, ერთი ხელის შეხებაა დარჩენილი, ევროკავშირის წევრი გავხდეთ და ახლა დაემთხვა გარე და შიდა მტრების ინტერესები ერთმანეთს.

შიდა მტრებში მე ვგულისხმობ იმ რევანშისტულ ძალას, რომელიც არის კონგლომერატი “ნაციონალური მოძრაობის””, ესენი არიან სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, აქაური დესანტი გიგი უგულავა და ა.შ. ყველას ვერ ჩამომათვლევინებთ, მათ საერთოდ არ აინტერესებთ ხელისუფლების და ფულის გარდა, საერთოდ არაფერი.

არაფერს ვამბობ განახლებულ “ნაცმოძრაობაზე”.მიმაჩნია, რომ ნიკა მელია გაცილებით უფრო გამოადგება ქვეყანას პარლამენტში, ვიდრე ციხეში, თან ციხის იერიც ვიცით უკვე როგორია, თითქოს ღია კარის ციხეში იმყოფება. ეს არის მისი პროტესტის ფორმა, თორემ რეალურად ციხის კარი ღიაა. რამდენი აქვს ნიკანორ მელიას თავისი პარტიისთვის გაკეთებული, რაღაც რომ მოხდეს, თქვენ გგონიათ, არ შეეცდებიან მთელი ეს გვირგვინები და დაფნები ძველმა წაიღოს?”. – თქვა დავით ზილფიმიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები