LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არც ერთ ადამიანს არ უხსენებია ის, რომ სპორტის მასწავლებელი სოფის დასახმარებლად წყალში გადახტა” – სოფი ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის კლა­სე­ლე­ბი განცხადებას ავრცელებენ

610
BeFunky-collage (7)

ლაგოდეხში ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოზარდის ორ მასწავლებელს, მათ შორის, აღმზრდელს, პროკურატურამ გულგრილობის მუხლით ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენა.

საქმე ეხება ექსკურსიას, რომლის ფარგლებშიც 2019 წლის 26 მაისს სკოლა „ალბიონის“ მოსწავლეები ლაგოდეხში, გურგენიანში მდებარე ნაკრძალში წაიყვანეს. ექსკურსიაზე მოსწავლეები აღმზრდელთან და სხვა პედაგოგებთან ერთად იმყოფებოდნენ.

ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი სოფი ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის კლა­სე­ლე­ბი სოციალურ ქსელში გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ და პედაგოგებისთვის წარდგენილ ბრალდებას ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“მოგესალმებით სკოლა “ალბიონის” XI (I) კლასის სახელით.

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ამ სიტუაციაში აუცილებელია ჩვენი პოზიციის დაფიქსირება სოფი ნიკოლეიშვილის გარდაცვალებასა და ჩვენი სკოლის ორი მასწავლებლის დადანაშაულებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში გეტყვით, რომ მთელმა კლასმა განვიცადეთ ის უბედურება, რომელიც შარშან, 26 მაისს დატრიალდა. ყველა ასე თუ ისე ვიცნობდით სოფის, მუდამ ვხედავდით მოცინარს და მომღიმარს და ჩვენთვის ძნელად დასაჯერებელი იყო ის, რაც მოხდა… კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სოფის ოჯახს და ახლობლებს.

გვესმის თქვენი, რომ ცდილობთ, სამართლის მიღწევას და გინდათ, რომ დამნაშავე დაისაჯოს. თუმცა ჩვენ, როგორც ალბიონელები, როგორც სოფის ნაცნობები, როგორც რიგითი მოსწავლეები და სოფის თანატოლები, ვფიქრობთ, რომ პედაგოგების დადანაშაულება სულაც არაა სამართლიანი.

“დედაჩემისთვის მესიჯების წერა, რომ “ამით შვილს ვერ გააცოცხლებ და რად გინდა” არის უკიდურესი საზიზღრობა” – სალომე ბარკერი

ბრალდების ფორმულირება: “გულგრილობა” საერთოდ წარმოუდგენელია ჩვენთვის ამ ორ ადამიანზე, ჩვენთვის საყვარელ პედაგოგებზე. არც ერთ ადამიანს არ უხსენებია ის, რომ სპორტის მასწავლებელი სოფის დასახმარებლად წყალში გადახტა, თუმცა იმის შემდეგ, რაც მისი სიცოცხლეც საფრთხის ქვეშ ჩავარდა, თოკით ამოიყვანეს.

კარგად გვახსოვს, როგორ კოჭლობდა რამდენიმე თვის განმავლობაში. რაც შეეხება ნელი მასწავლებელს, ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. იმ დღის ყველა დეტალი სოფის კლასელებმა დაწერეს და გამოაქვეყნეს, რათა საზოგადოებას სიმართლე გაეგო.

„თუნდაც თმით გამოეთრია, სიცოცხლე გადაერჩინა...ექსკურსია პასუხისმგებლობაა და არა ქეიფი“

"ეს არის ის დანაშაული, რომელიც მოიცავს ბავშვის დაუდევრობით სიკვდილს“

რაც შეეხება ჩვენს (შესაძლოა, სუბიექტურ) მოსაზრებას, ვფიქრობთ, რომ პროკურატურა შეცდომაში შევიდა. ვფიქრობთ, არც ერთი ადამიანი, რომელსაც შეხება ჰქონდა ამ ორ მასწავლებელთან, ვერ იტყვის იმას, რომ ბრალდება სამართლიანია და ისინი მართლაც გულგრილად შეხვდნენ სოფის ამბავს.

ჩვენ ბოლომდე გვჯერა იმის, რომ გამოძიება არაა სამართლიანი და დამნაშავე ადამიანებს სინამდვილეში სხვაგან უნდა ვეძიოთ. ჩვენ ვიცნობთ ორივე მასწავლებელს და დარწმუნებული ვართ, რომ ისინი საზოგადოებისგან ასეთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იმსახურებენ!

პატივისცემით, სკოლა “ალბიონის” მე-11 კლასი.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები