LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტის მასწავლებელი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ…ისეთი სიხარულის ღრიალი მორთო გული შემიწუხდა – დამრიგებელი ცნობილი იქნა დამნაშავედ: სალომე ბარკერი სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებაზე

3378
სალომე ბარკერი

„სპორტის მასწავლებელი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ…ისეთი სიხარულის ღრიალი მორთო გული შემიწუხდა – დამრიგებელი ცნობილი იქნა დამნაშავედ“,- ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში სალომე ბარკერი ავრცელებს, რითაც მისი დის, სოფი ნიკოლეიშვილის საქმეზე, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

ინფორმაცია „ფორტუნას“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

„რამდენიმე წუთის წინ გურჯაანის სასამართლომ (მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი) გამოაცხადა გადაწყვეტილება სოფის საქმეზე, წარდგენილი ბრალი იყო 220-ე მუხლის მეორე ნაწილი, გულგრილობა, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია:

სპორტი მასწავლებელი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ. (ისეთი სიხარულის ღრიალი მორთო გული შემიწუხდა, ალბათ ამიერიდან უფრო ბედნიერად გააგრძელებს მუშაობას იმავე სკოლაში, აბა ჰე აბა ჰო)

დამრიგებელი ცნობილი იქნა დამნაშავედ, და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, რომელიც განესაზღვრა პირობითი სასჯელით.

მინიმუმ ის მაინც დაამტკიცა ბავშვიკმა, რომ მიუხედავად სკოლის ადმინისტრაციის უსინდისო მტკიცებისა, სოფის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა ექსკურსიაზე წასული უკან მკვდარი რომ ჩამოვასვენეთ“, – წერს სალომე ბარკერი.

„კანონში თუ არ ჩაგიწერეს ისე ვერ ხვდებით, რომ ექსკურსია საქეიფო და გასალეში ადგილი არ არის?“ – სალომე ბარკერი ახალ რეკომენდაციებზე, რომელიც ექსკურსიებთან დაკავშირებით დაწესდა

“დღეს 19 წლის უნდა გამხდარიყო…ვიცი, რომ არსად ხარ, მაგრამ ჩემს გულში სულ იქნები” – სალომე ბარკერის ემოციური პოსტი

“გავყვები ბოლომდე” – სალომე ბარკერი გარდაცვლილი დის საქმეზე პედაგოგებისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება

დედობა ძალიან რთულია ჩვენს კულტურაში… ვერ მაპატიეს, ფეხზე რომ დავდექი: ლანა ბერძენიშვილი

“ეს ქალი რა ჩვეულებრივ ცხოვრობს, თითქოს ჩიტი მიაბარა მიწას… რანაირი გლოვაა… მოგიყვებით, როგორ ვცხოვრობ სიკვდილისა და სიცოცხლის გზებს შუა გაჩხერილი”

სალომე ბარკერი: „ყოველდღე გავრბივარ სადღაც, ამ რეალობიდან შორს, სანამ ენერგია მეყოფა…“

ის, რომ ლაგოდეხში სოფი ჩანჩქერში თავად შეხტა, არ არის სიმართლე – სალომე ბარკერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები