LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნდა იყოს 21-ის, მაგრამ არ არის.. უნდა იყოს მხიარული, თბილი, საყვარელი, სოფიტა“ – სალომე ბარკერი ლაგოდეხში ექსკურსიაზე ტრაგიკულად დაღუპულ დას ემოციურ სტატუსს უძღვნის

161
ing (2)

სოფო ნიკოლაიშვილი, რომელიც 2019 წელს, ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ტრაგიკულად დაიღუპა, დღეს 21 წლის გახდებოდა.

“დავკარგე შვილი მასწავლებლების უყურადღებობით და ამ საქმისთვის ვიბრძოლებ ბოლომდე”

აღნიშნულ თარიღს სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს უძღვნის სოფოს და, ჟურნალისტი და აქტივისტი სალომე ბარკერი:

„უნდა იყოს 21-ის, მაგრამ არ არის.

უნდა იყოს მხიარული, თბილი, საყვარელი, ხმამაღალი, სწრაფი, ენერგიული, ჯიუტი, თან მაძიძგნიდეს ნერვებს, დამცინოდეს დაბალწელიან ჯინსებზე და, ზოგადად, „მილენიალურ სიგოიმეებზე“, ან საერთოდაც არ დამპატიჟოს დაბადების დღეზე და სადმე იყოს საგულაოდ წათრეული მეგობრებთან ერთად, ოცდაერთი წლისას დღეს უფროსი და რატო ენდომებოდა ვითომ. სოფიტა“, – წერს სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში.

 

უნდა იყოს 21-ის, მაგრამ არ არის. ?

უნდა იყოს მხიარული, თბილი, საყვარელი, ხმამაღალი, სწრაფი, ენერგიული, ჯიუტი, თან…

Posted by Salome Barker Nikoleishvili on ორშაბათი, 29 იანვარი, 2024

 

ცნობისათვის, სოფო ნიკოლაიშვილი 2019 წლის 26 მაისს, ლაგოდეხის ნაკრძალში სკოლის ექსკრუსიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ის ნინოწმინდის ჩანჩქერში ჩავარდა.

გარდაცვლილი სოფი ნიკოლეიშვილის დედა: „რას ვგრძნობ შენი დაკარგვიდან 23-ე დღეს? ვიხარშები…“

სპორტის მასწავლებელი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ…ისეთი სიხარულის ღრიალი მორთო გული შემიწუხდა – დამრიგებელი ცნობილი იქნა დამნაშავედ: სალომე ბარკერი სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებაზე

“გავყვები ბოლომდე” – სალომე ბარკერი გარდაცვლილი დის საქმეზე პედაგოგებისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები